თბილისში აივნიდან ქალი გადავარდა

თბილისში, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ქალი გადმოვარდა. გადმოვარდნის შედეგად 50 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას report.ge ავრცელებს. სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ის ცოცხალი დახვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გადმოვარდნის ფაქტს რამდენიმე მეზობელი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები შეესწრნენ. მეზობლის ინფორმაციით, ქალი მეორე სართუზე ცხოვრობდა, თუმცა, მისი ვარაუდით, ის არა მეორე, არამედ უფრო მაღალი სართულიდან გადმოვარდა. “ავტოფარეხში ვიყავი. ხმა იმდენად ძლიერი იყო, მეგონა აივანი ჩამოინგრა. მეორე სართულიდან ვარდნის შემთხვევაში ასეთი ხმა ვერ იქნებოდა” – განუცხადა მეზობელმა report.ge-ს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული