ლოტუ გულის მკვლელის პირველი ჩვენება

თურქეთის პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტი, 25 წლის ხაგან ზეინალოვი ( ხან ახმედლინსკი) და 26 წლის ამირ ახმედლი დაკითხა. ორივე მათგანს კანონიერი ქურდის, ნადირ სალიფოვის (ლოტუ გურის) მკვლელობაში ედება ბრალი. ინფორმაციას თურქული გაზეთი Hurriyet ავრცელებს. 

ჩვენებაში ხან ახმედლინსკი აცხადებს, რომ ლოტუ გული არასდროს მოწონდა და ამის გამო მოკლა. 

„მე ის არასდროს მიყვარდა. ერთად გავიზარდეთ, მისი მცველი ვიყავი. ამ სამუშაოს ვასრულებდი, მაგრამ არასდროს მომწონდა. ამიტომ მოვკალი“,-განაცხადა დაკავებულმა. 

ხაგან ზეინალოვმა ასევე განაცხადა, რომ მკვლელობის მომენტში მისი თანამზრახველი ამირ ახმედლი მანქანაში ელოდებოდა. 

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ღამით ანტალიაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Alva donna exclusive hotel spa აზერბაიჯანელი კანონიერი ქურდი, საქართველოში დაბადებული ნადირ სალიფოვი მოკლეს. მკვლელი მისი გარემოცვის წევრი, აზერბაიჯანელი ხან ახმედლინსკია.

მკვლელობამდე ახმედლინსკიმ გადაიღო ვიდეო, რომელზეც ჩანს სასტუმროს დერეფანში მიმავალი ლოტუ გული. მკვლელობის შემდეგ ახმედლინსკიმ სასტუმრო დატოვა. მას ავტომობილი ელოდებოდა. პოლიციამ მკვლელი და მისი თანამზრახველი ანტალია-დენიზლის ტრასაზე დააკავა. 

Facebook Comments

ახალი დადებული