“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, შალვა კერესელიძე წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

შალვა კერესელიძემ მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რის განხორციელებესაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, წინამძღვრიაანთკარში ჩასახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგდათ, ასევე ნაწილობრივ მოუგვარდათ სასმელი წყლის მიწოდებაც.

შეხვედრის დროს მოსახლეობამ შალვა კერესელიძეს დახმარება ბინების რეგისტრაციაში სთხოვა, რაზეც დეპუტატობის კანდიდატისგან დახმარების პირობა მიიღეს. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფლების ზაქაროს, ბიწმენდის, ჯიღაურას და გალავნის მცხოვრებლებსაც შეხვდა.

Facebook Comments

ახალი დადებული