შალვა ნათელაშვილი ირაკლი იმნაიშვილს: თქვენ ხართ ჩხარტიშვილის ჟურნალისტი

თქვენ ხართ ვანო ჩხარტიშვილის ჟურნალისტი,-ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს რუსთავი2-ის ეთერში მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ლეიბორისტების ლიდერს განუცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პერიოდში ლეიბორისტულმა პარტიამ დაფინანსების სახით 2 მლნ 881 699 ლარი მიიღო. 

შალვა ნათელაშვილმა კი, ირაკლი იმნაიშვილს შეახსენა, რომ ის  ჩხარტიშვილის ტელეკომპანია „მზეში“ ხელმძღვანელად მუშაობდა, შემდეგ კი ბიზნესმენმა ის ლონდონში წაიყვანა, რაზეც იმნაიშვილმა უპასუხა. რომ მან დედოფლის სტიპენდია მიიღო და ლონდონში თავისმა განათლებამ წაიყვანა. 

„ცილისმწამებლური განცხადებები ძალიან ხშირად გვხვდება თქვენს რიტორიკაში“,- უპასუხა იმნაიშვილმა ლეიბორისტების ლიდერს.

შალვა ნათელაშვილმა კი უპასუხა, რომ ვანო ჩხარტიშვილი არის ანაბრების ქურდი და იმნაიშვილი მისი ჟურნალისტია. 

„ვანო ჩხარტიშვილმა დაღუპა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ის არის ივანიშვილთან ერთად თანამმართველი და თქვენ ბრძანდებით ვანო ჩხარტიშვილის ჟურნალისტი“,-განაცხადა ნათელაშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული