არასრულწლოვან ზ.ხ-ს მამა: ჩხრეკაზე მოვიდნენ, დებილი ვარ? რამე რომ მქონდეს სახლში გავაჩერებდი?

ნაძალადევში, ხომასურიძის სახლში სამართალდამცველები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ.  გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამის, თამაზ ხომასურიძის თქმით, პოლიციელებმა მისი კუთვნილი კომპიუტერი და თავდაცვის სამინისტროს საბუთი წაიღეს.

ხომასურიძე ფიქრობს, რომ ჩხრეკა მის გუშინდელ ინტერვიუს უკავშირდება. 

„ვოცოდი, რომ უეჭველი მოვიდნენ, მაგრამ დებილი ვარ თუ რა, რომც მქონოდა რამე, სახლში შევინახავდი?“,-აცხადებს თამაზ ხომასურიძე ჟურნალისტთან საუბრისას.

მისივე თქმით, დღეს პროკურატურაში გამოსაკითხად არის დაბარებული, რაც მოსალოდნელიც იყო.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანი ზხ-ს მამა , თამაზ ხომასურიძემ ტვ-პირველის სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა, რომ არსებობს ორგანიზაცია „თეთრი ისარი“, რომელმაც მირიან ნიკოლაძეს განაჩენი გამოუტანა. 

Facebook Comments

ახალი დადებული