ბერლინში ჩაფრენის შემდეგ, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურია

ბერლინში ჩაფრენის შემდეგ, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა სტაბილურია, ეს ინფორმაცია მედიას აქტივისტებმა მიაწოდეს. 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება ექიმებმა კონსილიუმზე მიიღეს, რომელსაც ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნი ესწრებოდა. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლმა იულია ნავალნიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა და თავისი ქმრის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანის ნებართვის გაცემა მოსთხოვა.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს.  პოლიტიკოსის მდგომარეობა მძიმეა, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული.

Facebook Comments

ახალი დადებული