გახარია: ჩემი ვალდებულება- გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე

ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პროკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რით დაამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები გახარიას არ ეკუთვნის“.

„დაგიმტკიცებთ… უყურებთ „არტარეას“?! უყურეთ „არტარეას“ და მიხვდებით, რომ ობიექტურობის ხარისხი ნამდვილად გაეზარდა „არტარეას“. ამაზე ღიმილის გარეშე რა უნდა გიპასუხოთ. ამ სასაცილო ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რა იყო- ჩემი ვალდებულება, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქის, გამოძიებასთან თანამშრომლობა უნდა შემესრულებინა და მე ეს შევასრულე, ისევე, როგორც სხვებმაც უნდა შესრულონ“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გააავრცელა. პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არ ეკუთვნის.

Facebook Comments

ახალი დადებული