გია გაბრიჭიძე: არა მგონია, ვინმე ნორმალურს ეწყინოს, რომ დღეიდან „ხაშურის პრობკაზე“ პოსტს ვეღარ დაწერს

შარშან ამ დროს, როცა დასავლეთიდან თბილისში ვბრუნდებოდი, ხაშურის გავლისას დავწერე პოსტი – ჩექინ ხაშურის პროპკა.
არა მგონია, რომ ვინმე ნორმალურს ეწყინოს, რომ დღეიდან მსგავს პოსტს ვეღარ დაწერს.
მართლა მაგარია ის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც 40-50%-ით შეამცირა ამ მონაკვეთის გავლის დრო, მაგრამ უფრო შესანიშნავია ის რეალური პერსპექტივა, რომ წელს კიდე 70 კმ ჩაგვბარდება (დიახ, სწორედაც რომ ჩვენ ჩაგვბარდება) და ის, რომ 2022-ში “სულ სხვა საქართველოში ვიცხოვრებთ” (გიორგი გახარია),-წერს გია გაბრიჭიძე სიციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული