გია გაბრიჭიძე: საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება

„ყველა მოქალაქემ, ვინც რეალურად ხედავს ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ მდგომარეობას, არ უყურებს ნაც-ტელევიზიებისა და რევანშისტების თვალით, იცის რომ საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება,“ – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე Unicef –ის კვლევის შედეგებს 17 წლადე ასაკის ბავშვთა ფულადი დახმარების პროგრამის შესახებ.

როგორც გაბრიჭიძე განმარტავს, 17 წლადე ასაკის ბავშვთა ფულადი დახმარების პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებით დადგენილ საყოველთაო ფულადი დახმარების ოდენობას ოთხჯერ აღემატება.

„ის, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ხელისუფლების მხრიდან კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს, არახალია და განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ყველა მოქალაქემ, ვინც რეალურად ხედავს ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს და არსებულ მდგომარეობას, არ უყურებს ნაც-ტელევიზიებისა და რევანშისტების თვალით, იცის რომ საქართველოში სხვა, ჩვენზე წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე ბევრად მეტი კეთდება.

რევანშისტების მიერ მოსყიდვად შეფასებული 17 წლადე ასაკის ბავშვთა ფულადი დახმარების პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებით დადგენილ საყოველთაო ფულადი დახმარების ოდენობაზე ოთხჯერ მეტია:
Unicef–ის კვლევით დადგინდა, რომ 0-17 წლის ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ თავად Unicef-ის კვლევაში რეკომენდაციის სახით შეთავაზებული იყო 50 ლარიანი დახმარების გაცემა ბავშვებისათვის, რაც იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 4-ჯერ მეტი, 200 ლარიანი დახმარება, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად ზრდის ამ ეფექტს. მე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, რადგანაც მათთვის ვისაც დანახვა უნდა, ყველაფერი ნათელია,“ – აღნიშნავს ჟურნალისტი.

Facebook Comments

ახალი დადებული