,,თანამედროვე მუსიკა,ძველ დროს აკეთილშობილებდა, ახლა კი – სპობს და ანადგურებს”-ილია მეორე

,,საოცარია, როგორ შეიცვალა ადამიანი, თუნდაც ამ ბოლო ასი წლის მანძილზე! როგორ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები რწმენაზე, სიცოცხლეზე, ხელოვნებაზე, საერთოდ, ჩვენს ყოფაზე. დღეს ადამიანი ნაკლებად ინტერესდება საგალობლებით, კლასიკური მუსიკით. ერთი გერმანელი მინისტრი გულისტკივილით მიამბობდა, რომ მათ ქვეყანაში ახალგაზრდობა აღარ უსმენს ბახს, ბეთხოვენს, მოცარტს, რადგან აღარ აინტერესებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ აფორიქებულია მათი შინაგანი სამყარო, აფორიაქებულია მათი გონება და გულით დაეძებენ ისეთ მუსიკას, რომელიც ენათესავება მათ სულიერ მდგომარეობას.

გავიხსენოთ ღამის ბარები, იქ ღამის თევა და თანამედროვე მუსიკა, უმეტესად, აცარიელებს ადამიანს; ძველ დროს აკეთილშობილებდა, ახლა კი – სპობს და ანადგურებს.

შვეიცარიაში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჩართეს წყნარი, კლასიკური მუსიკა და იქვე გალია დადგეს, რომელშიც იადონი იჯდა. ისე მოეწონა იადონს ეს მუსიკა, რომ თვითონაც გალობა დაიწყო. შემდეგ იგივე ჩიტს ჩაურთეს თანამედროვე მუსიკა და იმ ხმაურისა და დისონანსისაგან იგი მოკვდა. არსებობს მუსიკა და არსებობს ანტიმუსიკა!
ჩემს ერთ-ერთ ეპისტოლეში ვწერდი, ერთი ადამიანი როგორ ადევნებდა თვალ-ყურს პატარა ბიჭს, რომელიც მირბოდა თავისთვის და უცებ შეჩერდა, რადგან ყვავილი დაინახა. იმ კაცმა იფიქრა, ალბათ, ახლა მიირბენს მასთან და მოწყვეტს. ბიჭუნამ კი აკოცა მცენარეს და თავისი გზა გააგრძელა.

ნახეთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი ფაქიზი განცდაა“!

ილია მეორე

Facebook Comments

ახალი დადებული