კახა ოქრიაშვილი მერაბიშვილთან ერთად გამოჩნდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დიმიტრის შაშკინის ფეისბუკგვერდზე ფოტო გამოქვეყნდა წარწერით: „დღევანდელი შეხვედრა“, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი პარტნიორი კახა ოქრიაშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთადაა ასახული.

ხომ არ აპირებს ოქრიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას – ამ შეკითხვით დაუკავშირდა „პრაიმტაიმი“ დიმიტრი შაშკინს, რომელმაც განაცხადა, რომ ყველაფერის გასაჯაროებას თავისი დრო აქვს.

„ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. როდესაც იქნება სწორად შერჩეული დრო, ყველაფერზე იქნება პასუხი გაცემული,” – განმარტა შაშკინმა.

ცნობისთვის, 2016 წელს ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდა. ხოლო 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა. 2004-2008 წლებში კი, ამავე მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა.

კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა. ცოტახნის წინ, კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს.

Facebook Comments

ახალი დადებული