მარინა ეზუგბაია ინფექციური საავადმყოფოსთვის დაფინანსების გამოყოფაზე: იმდენად მყისიერი იყო გადაწყვეტილება, იმედი გვაქვს, დასტურიც მყისიერად იქნება

„გუშინ ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისია. გადაწყვეტილება მიღებულია. როდესაც ჩვენთან მოვა ამ გადაწყვეტილების დასტური, რა თქმა უნდა, ჩვენც, განვაახლებთ პაციენტების მიღებას. იმდენად მყისიერი იყო გადაწყვეტილება, იმედი გვაქვს, დასტურიც მყისიერად იქნება“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო. „ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ სამინისტროში.

20 აგვისტოს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო, ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.

Facebook Comments

ახალი დადებული