მირიან ნიკოლაძე ბრალდებულ ზ.ხ-ს მამის განცხადებაზე: თავიდან გვეცინებოდა, მაგრამ უკვე სახიფათო გახდა

მოკლული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მისი გუშინდელი სკანდალური ინტერვიუც ამის ბრალი იყო. თუმცა ნიკოლაძე არ გამორიცხავს, რომ საფრთხე შესაძლოა რეალური იყოს და მუქარები არა „თეთრი ისრისგან“, არამედ თავად თამაზ ხომასურიძისგან მოდის.

„ადამიანი ვერ არის ჭკუაზე და მიიღონ რამე გადაწყვეტილება, ან ფსიქიატრიულში მოახვედრონ, ან თუ კრიმინალთან გვაქვს საქმე, აღმოჩნდეს იქ, სადაც უნდა აღმოჩნდეს. თავიდან გვეცინებოდა, მაგრამ ახლა უკვე სახიფათო გახდა. სტუდიაში, სადაც ეს ინტერვიუ მისცა, მაისური ეცვა და ზედ ახატია თეთრი ისარი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად აკეთებს იდენტიფიცირებას ამ ორგანიზაციასთან და თვითონვეა მუქარის ავტორი. ამიტომ დროზეა მისახედი“,-განაცხადა მირიან ნიკოლაძემ ტვ-პირველთან სატელეფონო საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად კი განაცხად : „თამაზას რამდენჯერაც „ბელაია“ დაემართება, მე სახელმწიფო დაცვას ვერ დამინიშანვს“.

შეგახსენებთ, არასრულწლოვანი ზხ-ს მამა , თამაზ ხომასურიძემ ტვ-პირველის სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა, რომ არსებობს ორგანიზაცია „თეთრი ისარი“, რომელმაც მირიან ნიკოლაძეს განაჩენი გამოუტანა. 

Facebook Comments

ახალი დადებული