ჯანმო-ს ხელმძღვანელი განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება იმთავითვე პანდემიის დასრულების გარანტია ვერ იქნება.

”ეპიდემიასთან საბრძოლველად ვაქცინა იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ვიმედოვნებთ, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად გვექნება, თუმცა მისი შემუშავებით პანდემია თავისთავად არ დასრულდება”, – განაცხადა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მეცნიერები COVID-19-ის შესახებ ვრცელ ინფორმაციას არ ფლობენ და მათ მხოლოდ რვა თვის გამოცდილება აქვთ.

ჯანმო იმედოვნებს, რომ COVID-19–ს ორ წელიწადზე ნაკლებ დროში გაუმკლავდება. ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ადამიანებს აქვთ საკმარისი ტექნოლოგია და ცოდნა  პანდემიის შესაჩერებლად. იმავდროულად, მსოფლიო სასურსათო პროგრამა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის სწრაფად გავრცელებამ შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით შიმშილობა გამოიწვიოს. 

Facebook Comments

ახალი დადებული