3 წლის ბიჭმა მეგობარი აუზში დახრჩობას გადაარჩინა (ვიდეო)

ბრაზილიაში 3 წლის ბიჭმა თავისი საუკეთესო მეგობარი, ასევე 3 წლის ბავშვი აუზში დახრჩობას გადაარჩინა ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

ინციდენტი ქალაქ იტაპერუნაში, რიო დე ჟანეიროს ჩრდილოეთით მდებარე აგარაკზე მოხდა. ბავშვები სახლიდან ისე გამოვიდნენ, რომ უფროსებმა ვერ შეამჩნიეს. ერთ-ერთი ბიჭი აუზიდან გასაბერი რგოლის ამოღებას ცდილობდა, რა დროსაც წყალში გადავარდა. საბედნიეროდ, გვერდით მისი მეგობარი იმყოფებოდა.

ბავშვის გმირული საქციელი სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. ბიჭმა ჯერ აქეთ-იქით გაიხედა უფროსების საძებნად, თუმცა როცა მიხვდა, რომ ახლოს არავინ იყო, ხელით მიწვდა წყალში ჩავარდნილ მეგობარს და აუზიდან ამოიყვანა. 

ფაქტის ამსახველი ვიდეო ერთ-ერთი ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ ეს შემთხვევა მაგალითია მათთვის, ვისაც სახლში აუზი აქვს და პატარა ბავშვები ჰყავს.

მომხდარით ადგილობრივი პოლიცია დაინტერესდა და ბიჭი მეგობრის გადარჩენისთვის სერტიფიკატითა და სუვენირებით დააჯილდოვა. 

Facebook Comments

ახალი დადებული