ბელარუსი სამართალდამცველი, რომელიც პროტესტის ნიშნად გადადგა, რუსეთში დააკავეს

Belarus' riot police officers watch opposition supporters during a gathering to support candidates seeking to challenge President Alexander Lukashenko in August's polls in Minsk on June 19, 2020. (Photo by Sergei GAPON / AFP)

ფსკოვში დააკავეს ყოფილი ბელარუსი სამართალდამცველი, უფროსი გამომძიებელი ანდრეი ოსტაპოვიჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბელარუსში განვითარებული მოვლენების გამო, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის შესახებ TUT.BY დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება.

მამაკაცი აცხადებს, რომ რუსეთიდან ლატვიაში გადასვლას გეგმავდა, თუმცა საკარანტინო შეზღუდვის გამო, ვერ მოახერხა. ამჟამად ის ფსკოვის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება, ადვოკატის თქმით, მასთან შესვლას ვერ ახერხებს.

ოსტაპოვიჩმა 16 აგვისტოს სამსახური დატოვა, მიზეზად საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან კანონის სისტემატური დარღვევა დაასახელა. პატაკი თავის ინსტაგრამ-გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ბელარუსში აქციებზე დაკავებულებს ცუდად ეპყრობიან და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. მისი თქმით, პირადად ესწრებოდა მიტინგებს და ფიქრობს, რომ ყველა პროვოკაცია სამართალდამცველების მოწყობილია. 

ბელარუსში უკვე ორი კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს აპროტესტებენ. ისინი პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომას და არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვენ. 

Facebook Comments

ახალი დადებული