ვინ არის ძიძა, რომელსაც 2 წლის ბავშვზე ძალადობა ედება ბრალად

გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა, რომელიც თბილისში, 2 წლის ბავშვზე სისტემატურად ძალადობდა, 47 წლის ლელა ლაშქარაშვილია. ის მანგლისში ცხოვრობს და თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა.

მოძალადე ძიძა სხვა ძიძებმა ამხილეს და გამოძიებას ვიდეომტკიცებულება მიაწოდეს, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებოდა ქალი 2 წლის ბავშვს. ოჯახში, 5 ბავშვს სულ 3 ძიძა უვლიდა. მათგან ერთი, ლელა ლაშქარაშვილი სისტემატურად ძალადობდა ბავშვზე, რომლის ძიძის მოვალეობაც მას უნდა შეესრულებინა. 

ლაშქარაშვილის მანგლისელი მეზობლები მას გაწოსასწორებულ ადამიანად ახასიათებენ და მომხდარით გაკვირვებულები არიან. 

ლელა ლაშქარაშვილი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. პროკურატურამ მას ბრალი ძალადობის მუხლით უკვე წაუყენა. 

Facebook Comments

ახალი დადებული