იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

პარტია „ბატკივშინას“ თავმჯდომარეს, უკრაინის ყოფილ პრემიერ – მინისტრს იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც – ქალიშვილი ევგენია ტიმოშენკო და მეუღლე არტურ ჩიჩოტკინი.

სად და რა ვითარებაში მოხდა პოლიტიკოსის დაინფიცირება, ამ დროისთვის უცნობია. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია, როგორია ტიმშენკოსა და მისი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და სად გადიან მკურნალობას.

23 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში ლაბორატორიულად დადასტურებულია დაინფიცირების 104 958 შემთხვევა, მათგან 2271 გარდაიცვალა, 52 235 გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული