კახა ოქრიაშვილი: იმიტომ შევხვდი, რომ არ დამიყენონ ოლქში კონკურენტი

მთელი კვირაა, ვხვდები პარტიებს, რათა არ დამიყენენ ოლქში კონკურენტი,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა, მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

ოქრიაშვილმა დიმიტრი შაშკინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ კენჭს იყრის დმანისი, ბოლნისი წალკა, თეთრიწყაროს ოლქში. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თემაზე გამართა მოლაპარაკება და თხოვა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ დააყენონ ამ ოლქში.

„პარტიებს ვხვდები, რათა არ დამიყენონ კონკურენტი, დავრჩეთ მხოლოდ მე და „ქართული ოცნების“ კანდიდატი და დავამარცხო ის პირველივე ტურში. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, შევხვდი კიდევ 6 პოლიტიკურ პარტიას. პასუხებს ველოდები“,-აცხადებს ოქრუაშვილი. 

კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა. ცოტახნის წინ, კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ ჩოჩელმა ახალი პარტია დააფუძნეს.

Facebook Comments

ახალი დადებული