მგზავრთა თხოვნით, ბათუმი-თბილისის მატარებელი 20:00 საათზე გავა

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძვრება 20:00 საათზე.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრების თხოვნით მიიღეს

„საქართველოს რკინიგზა ითვალისწინებს მგზავრების თხოვნას და გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში უამინდობის გამო, მგზავრები ვერ ახერხებენ სადგურში დროულად მისვლას, თბილისის მიმართულებით მოძრავი Stadler Kiss-ის (#807) მატარებელი 19:05-ის ნაცვლად დაიძრება 20:00 საათზე“. – აცხადებენ რკინიგზაში.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბათუმის ქუჩები დატბორა. ნალექი საცხოვრებელი სახლების სარდაფებშიც შევიდა და საყოფაცხოვრებლო ნივთები დააზიანა.

ბათუმი-მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათით შეფერხებული იყო. ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

Facebook Comments

ახალი დადებული