მსოფლიო პატრიარქი: აია სოფიასა და ამჯერად, ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა

„ფაქტია, რომ აია სოფიას და, ამჯერად, ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა“, – ასე  გამოეხმაურა მსოფლიო პატრიარქი, ბართლომეოსი თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სტამბოლში მდებარე ხორას მონასტერი მეჩეთად გადაკეთდება.

„ეს ორი უნიკალური ძეგლი აშენებულია როგორც ქრისტიანული ტაძრები, რომლებიც აჩვენებდნენ ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ განხორციელებას, ქვეყნის მაცხოვრის სილამაზეს. ისინი გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, სიყვარულსა და მარადიულობის იმედს. ჩვენ ვევედრებით სიყვარულის, სამართლიანობისა და მშვიდობის ღმერთს, რომ მან გაუნათოს გონება და გული პასუხისმგებელ ადამიანებს“, – აღნიშნავს მსოფლიო პატრიარქი.

Facebook Comments

ახალი დადებული