ჟორჟოლიანის მოწოდება: გავაკეთოთ ჩელენჯი, ჩავწეროთ ვიდეოები, რომ დავბრუნდით საქართველოში და უსამართლოდ გვექცევიან

 მინდოდა ამერჩია რადიკალური გზა, ყველას უარი გვეთქვა ჭამაზე და საჭმელი საერთოდ არ შემოგვეტანა ნომრებში, თუმცა ეს ნატანჯი ხალხი, ზოგი ამერიკიდან მოდის, ზოგმა ოთხი ქვეყანა გამოიარა, ამდენი წელია ემიგრაციაში არიან, სტრესში, მონატრებაში, კიდევ შიმშილი ჩავთვალე დამატებითი სირთულე იქნებოდა. ამიტომ ეს იყოს უკიდურესი საჭიროებისთვის,- წერს კარანტინში მყოფი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქჯგუფში „დისკრიმინაციული კარანტინი და გაუქმებული ფრენები“, სადაც კარანტინით უკმაყოფილო ფეისბუქმომხმარებლები საკუთარ აზრებს გამოთქვამენ.

ჟოჟოლიანი უკმაყოფილო ადამიანებს საპროტესტო აქციისკენ მოუწოდებს. მისი ტქმით, აქცია მასშტაბური უნდა იყოს. 

„როგორც კი რუსებს საჰაერო მიმოსვლას გაუხსნიან და მეტყვიან რომ რუსული პასპორტით კარანტინში არ უშვებენ და მე, ქართული პასპორტით კი, იმ დღესვე დავიწყებ შიმშილობას. თან, ინსულინ რეზისტენტული ვარ, რაც ნიშნავს იმას რომ ამათ მოუწევთ ნერვიულობა, ნუ, მაქსიმუმ 6 საათში სასწრაფოს გამოძახება. იმედია აქ, თქვენც ამყვებით.

 ვფიქრობ რომ challenge გავაკეთოთ. ერთმანეთი გამოვიწვიოთ. ვიდეოები ჩავწეროთ რატომ დავბრუნდით საქართველოში, როგორ უსამართლოდ გვკეტავენ და ასე შემდეგ… პატარა ვიდეოები, რომელსაც გავავრცელებთ, რომ ნახონ რამდენი ვართ.

 ვიდეოები უფრო გასაგები რომ იყოს მხოლოდ მთავარ პრობლემაზე ვისაუბროთ. მაგალითად, სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ პრიორიტეტულია ვიდრე საკუთარი. ან, თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, თურმე ტესტი საკმარისია, თუ “უსტატუსო” მოქალაქე ორკვირიანი კარანტინი. ან, პერსონალური პრობლემები მოვყვეთ. ვიდეო უნდა იყოს მოკლე, რომ ყველამ ნახოს. 1 წუთი ყველაზე ბევრი, მაგრამ სასურველია უფრო პატარა. თუ ისტორია ემოციურია, ნაშინ მეტიც მოსულა 😃😍

ამ მიმართვების დროს გამოვიყენოთ #მეპატიმარივარ. ან, იქნებ სხვა იდეები გქონდეთ თქვენ. ბოტები შემოგვივარდებიან დაზეპირებული ტექსტით, “აუ ნეტა ეგეთი პატიმარი მე ვიყო” 🙂 და მაშინვე ადგილის გაცვლა უნდა შევთავაზოთ.

ველოდები თქვენს იდეებს, შენიშვნებს, ჩართულობას თემაში, ვიმსჯელოთ და როგორც ჯობია ისე გავაკეთოთ. გირჩი ჩავრთოთ იდეებით. ნამდვილად გამოგვადგებიან.

თქვენი თანამეკარანტინე ნანუკა 😀

პ.ს. ვიდეოებს თუ გადაიღებთ, იქნებ დადოთ ამ ჯგუფში“,-წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და თავის პირველ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან არაჩვეულებრივ სასტუმროში, არაჩვეულებრივ პირობებში იმყოფება, თუმცა ამის ფულს ბიუჯეტი არ უნდა იხდიდეს.

ნანუკა ჟორჟოლიანი წუხს იმ ემიგრანტებზე, რომლებსაც ჩამოსვლა სურთ, მაგრამ შვებულების ნახევარი კარანტინში უნდა გაატარონ. 

„რატომ უნდა გაძლოს 2 კვირა კარანტინში ემიგრანტმა, რომელიც წლებია, საქართველოში არ ყოფილა. 4,6, 8 წელია შვილი არ უნახავს და აქვს მხოლოდ 3-კვირიანი შვებულება და ამის ნახევარი იძულებით პატიმრობაში უნდა გაატაროს მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ ტურისტს შეუძლია შემოვიდეს, ან ხელისუფლების წარმომადგენელს შეუძლია შემოვიდეს ტესტირებით. ეს არის დისკრიმინაცია.

მე მაგალითად ძალიან გამიმართლა და ალბათ ბევრს გაუმართლა, წავიკითხე მოსაზრებები, მართლა არაჩვეულებრივ სასტუმროში ვარ, დიდი ფუფუნებაა 2 კვირა წამოწოლა, არაფრის კეთება, წიგნის კითხვა, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ რატომ უნდა იხდიდეს ჩემი სასტუმროში ცხოვრების ფულს ბიუჯეტი?“,-სვამს კითხვას ჟორჟოლიანი. 

Facebook Comments

ახალი დადებული