საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევიდან ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია

საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411 გახდა.

17 ახალი შემთხვევიდან 11 ე.წ. ლენჯერის კლასტერს უკავშირდება. 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 5 კი იმპორტირებული შემთხვევაა, საიდანაც 3 სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო სამი დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.

„მოგეხსენებთ, კარანტინში მყოფი ადამიანებიდან ბევრს უმთავრდება 12 – დღიანი ვადა. ბოლო 3 დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ასეთი 1052 პირი გამოიკვლიეს. როგორც მოგახსენეთ, დადებითი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ ლენჯერში, კარანტინში მყოფი ადამიანების პასუხი ყველა უარყოფია და ისინი საკარანტინო სივრცეს დატოვებენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული