სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს

ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 25 აგვისტოდან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს, დღის ბოლომდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, ხანმოკლე წვიმა იქნება ხვალაც.

„წვიმის ინტენსივობა თანდათან დაიკლებს. ხვალ დილიდან ცალკეულ რაიონებში იქნება შენარჩუნებული ხანმოკლე წვიმა. დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 25 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოშიც. ტემპერატურაც მოიმატებს და კვლავ დაცხება. სამშაბათიდან კვირის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. თუ იწვიმებს, იქნება უმნიშვნელო ნალექი. ხვალიდან დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, ზეგიდან აღმოსავლეთ საქართველოში უკვე 35-38 გრადუსის ფარგლებში იქნება მოსალოდნელი “, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული