ტრამპის და: ის მატყუარა და უპრინციპო ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი დის, ყოფილი მოსამართლის, მერიანა ტრამპის განცხადებით, მისი ძმა მატყუარა და უპრინციპო ადამიანია.

„მისი ტვიტები და ტყუილები სისასტიკეა“, – ამბობს ტრამპის და, რომელიც ძმის საიმიგრაციო პოლიტიკასაც აკრიტიკებს.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაბარება იმიტომ შეძლო, რომ გამოცდები სხვას დააწერინა.

მერიანა ტრამპის კრიტიკული შენიშვნები ჩაიწერა მისმა ძმისშვილმა, მერი ტრამპმა, რომელმაც 2020 წლის ივლისში პრეზიდენტის შესახებ წიგნიც გამოაქვეყნა.

Associated Press-ის მიერ მოპოვებული ჩანაწერი პირველად The Washington Post-მა გამოაქვეყნა.

მერი ტრამპი ამბობს, რომ მამიდა საკუთარი თავის დასაცავად ჩაწერა.

Facebook Comments

ახალი დადებული