უნდა ატარონ თუ არა ბავშვებმა ნიღბები- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პასუხი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის რჩევით, 12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებმა დამცავი ნიღბები უნდა ატარონ იგივე პირობებით, როგორც უფროსებმა. კერძოდ, როდესაც არ არსებობს სოციალური დისტანციის დაცვის გარანტია და ვირუსის გადადების შანსი დიდია.

რაც შეეხება 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებს, ნიღბის ტარების აუცილებლობა დამოკიდებულია „ ბავშვის უნარზე, უსაფრთხოდ და სათანადო წესების დაცვით ატაროს ნიღაბი“, ასევე ფსიქოსოციალურ განვითარებასა და განათლებაზე ნიღბის პოტენციურ ზემოქმედებაზე. 

ორივე უწყებას მიაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფაქტორის არსებობა, ან არ არსებობა, ასევე ბავშვების ინფორმირებულობა, თუ როგორ დაიცვას უსაფრთხოების წესები.

5 წლის და ნაკლები ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო არ არის -ნათქვამია „ჯანმო-ს“ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

Facebook Comments

ახალი დადებული