ჩერგოლეიშვილი: ეს არარაობა დაოთხილი ხვეწნით დამდევდა, ხან ლაშა ბუღაძის სახლში მხვდებოდა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაცმოძრაობის“ მომხრე ზაზა ბიბილაშვილს დაუპირისპირდა.

“ამ სამარცხვინო არარაობას გავაგებინოთ, რომ ლევან რამიშვილის შექმნილი გვერდი იყო, გიგა ბოკერია.
გიგა ბოკერია და არაფერი სხვა.
ეს არარაობა არა მხოლოდ ალაიქებდა, არამედ იხვეწებოდა, რომ გიგას მისთვის დრო გამოეძებნა
მე დამდევდა დაოთხილი ხვეწნით ხან ლაშა ბუღაძის სახლში მხვდებოდა, ხან სხვაგან – ეგებ გიგას დრო დაეთმო.
ეს გვერდი იყო გიგა ბოკერია! შექმნა ლევან რამიშვილმა 2008 წელს და უბრალოდ ეგდო.
მიგდებულ გვერდსაც ალაიქებდა ბიბილაშვილი.
ახლა, ეს მყრალი არარაობა ამ სამარცხვინო ბრალდებებს ისვრის.”-წერს ჩერგოლეიშვილი და ბიბილაშვილის პოსტსაც აქვეყნებს.

თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქგვერდს ბოლო დროს, ხშირად სტუმრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც ჩერგოლეიშვილის სხვადასხვა პოზიციას არ ეთანხმებიან. მათ შორის ხშირია სიტყვიერი დაპირისპირება.

Facebook Comments

ახალი დადებული