ავსტრია რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

ავსტრიაში რუსი დიპლომატი ჯაშუშობის საქმესთან კავშირის გამო პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს

ფედერალური საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვლადიმერ ჯაბაროვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ცნობები მისი მოქალაქის გაძევების შესახებ გაუგებრობაა, რადგან მოსკოვს ვენასთან „კარგი, ძლიერი ურთიერთობები“ აქვს.

რუსმა დიპლომატმა ქვეყანა 1-ელ სექტემბრამდე უნდა დატოვოს.

„ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რატომ ხდება ეს, ვინ მართავს ამ ანტირუსულ კომპანიას“, – განაცხადა ჯაბაროვმა.

დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საელჩო ავსტრიაში.

„ჩვენ აღშფოთებული ვართ ავსტრიის ხელისუფლების უსაფუძვლო გადაწყვეტილებით, რაც საზიანოა რუსეთ-ავსტრიის კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოსკოვის რეაქცია არ დააყოვნებს“, – აღნიშნეს ავსტრიაში რუსეთის საელჩოში.

ავსტრიიდან გაძევებული რუსი დიპლომატის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. საქმე ეხება ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კორპორაციას, რომლიდანაც რუსი დიპლომატი ინფორმაციის მიღებას ავსტრიის მოქალაქის დახმარებით ცდილობდა.

მოქალაქემ რუსი დიპლომატის მოქმედების შესახებ ხელმძღვანელობას აცნობა, დიპლომატმა კი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

Facebook Comments

ახალი დადებული