ამირან გამყრელიძე – ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა – კორონა არსად გამქრალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში PCR ტესტირება 220-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მისივე თქმით, ყველა აღებული ნიმუში უარყოფითია.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არაა.

“მთლიანად მსოფლიოსა და რეგიონში სიტუაცია არასახარბიელოა. ჩვენთან შეზღუდვები მოხსნილია, მობილობა გაზრდილია და ეს მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ყველა ის ღონისძიება დასაცავია, რისი რეკომენდაციაც არის. ყველას გთხოვთ, პირბადე დახურულ შენობებში ყველამ ვატაროთ. ასევე სასურველია, პირბადე ვატაროთ, როცა შენობებს გარეთ ვართ და ვართ ჯგუფურად რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრებილი. მეტრი, მეტრნახევარი ან ორი მეტრი დისტანციის დაცვა ჯგუფური თავყრილობისას სასურველია. ასევე აუცილებელია ხელების დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. კოვიდი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის, ქვეყანაში ცირკულირებს და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს შემთხვევები, რაც გვაქვს, გადაიზარდოს ფართომასშტაბიან ეპიდემიაში. გთხოთ და მოგიწოდებთ, რომ დავიცვათ რეგულაციები, თავი ავარიდოთ დიდ თავშეყრებს, რომელიც იქნება დახურულ თუ ღია სივრცეში, რადგან ის ყოველთვის არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული