დღეიდან საქართველოში გამოიდარებს

დღეიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს, – ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

დღის პირველ ნახევარში, შავი ზღვისპირეთსა და მთიანი რეგიონების უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან, სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.

27-28 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. 25 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს და 26 აგვისტოდან ტემპერატურა 30-34 გრადუსამდე მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, როგორც მთაში, ისე – ბარში შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში, 25 აგვისტოდან 30-დან 35 გრადუსამდეა მოსალოდნელი.

Facebook Comments

ახალი დადებული