,,ერთ-ერთი ეს სილამაზე გოგოა, რომელსაც საკუთარი სამშობლოს მონახულება უნდოდა”

,,ერთ-ერთი ეს სილამაზე გოგოა, რომელსაც საკუთარი სამშობლოს მონახულება უნდოდა”, – შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი მედეა დევსურაშვილია. როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მედეას დაც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა და სიკვდილს ებრძვის.

,,გუშინდელი ტრაგედია, როგორც საქართველოს ისე კონკრეტულად მეც შემეხო. იშვიათად ვხვდებით ადამიანებს, ვინც იმდენ დადებით კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც შენ დატოვე მეა.  ბედნიერი ადამიანი ვარ რომ გიცნობდი. მშვიდად განისვენე”, – წერს მეას ახლობელი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments

ახალი დადებული