ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. 

გარდაცვლილი რუსთავიდან იყო და ის 87 წლის ქალია.

 მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა.

ქალს აღენიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი და გულის უკმარისობა.

სამედიცინო ცენტრში ის 29 ივლისს შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ის მცხეთის ცხელების ცენტრში იყო მოთავსებული.

Facebook Comments

ახალი დადებული