ლუკაშენკოსთან რეზიდენციაში მისი 15 წლის შვილი ჯავშანჟილეტით იმყოფება

ლუკაშენკო „არსად გაქცეულა“ აქციის მონაწილეებისგან, რომლებიც რეზიდენციას მიუახლოვდნენ,-ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, ნატალია ეისმონტმა განაცხადა. ინფორმაციას „ბელტა“ ავრცელებს.

მისი თქმით, პრეზიდენტთან ერთად რეზიდენციაში მისი შვილი, კოლიაც იმყოფებოდა. 

„როგორც მან შეგვპირდა, არსად გაქცეულა, როგორც არ უნდა იტყუებოდნენ ზოგიერთი ბლოგერი და ტელეგრამ-არხი. შვილებიც მასთან ერთად იყვნენ. კადრებზე მისი უმცროსი შვილიც ჩანს“,-განაცხადა ეისმონტმა. 

მანამდე, მინსკში ხალხმრავალი აქცია ჩატარდა, Tut.by-ს შეფასებით, ქუჩაში 100 000 ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციას მიუახლოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა გზა გადაუკეტეს. რეზიდენციაში მალე ვერტმფრენი დაფრინდა.  NEXTA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ევაკუაცია ხდებოდა, თუმცა მოგვიანებით „ბელტამ“ დაწერა, რომ პირიქით, პრეზიდენტი თავის 15 წლის შვილთან ერთად რეზიდენციაში მიფრინდა. ნიკოლაი ისევე, როგორც მამამისი, ჯავშანჟილეტში იყო გამოწყობილი. ლუკაშენკო რეზიდენციის ეზოში სპეცრაზმთან ავტომატით ხელში გავიდა, თუმცა მჭიდის გარეშე. 

Facebook Comments

ახალი დადებული