მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა დააკავეს

11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით მამა – 1971 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს.

როგორც შსს იუწყება, დაკავებული შვილზე სისტემატიურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასროლწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 2009 წელს დაბადებული ა.ა. გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით, გაირკვა რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები”,- აცხადებენ შსს–ში.

ოჯახური ნიშნით ჩადენილ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული