ნიკა გვარამიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ახალი ვერსია გაახმოვანა

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ახალი ვერსია გაახმოვანა.

გადაცემაში, სადაც ბაჩალიაშვილის დედა ყავდა მიწვეული, გვარამიამ განაცხადა, რომ თამარს ერთ-ერთმა კომპანიამ დიდი ოდენობით თანხა მოახსნევინა და სხვა კომპანიის ანგარიშზე გადაარიცხინა. რამდენიმე დღის წინ გვარამია აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა ჰაკერული გზით, მაღალჩინოსნების კომპიუტერში შეაღწია, ინფორმაციები მოიპოვა და შემდეგ სავარაუდოდ, ამ ინფორმაციებში მათ ფულს თხოვდა, რისთვისაც ის თავიდან მოიშორეს. 

გადაცემაში გვარამიამ ავტომობილების სანომრე ნიშნები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, კამერებმა აღბეჭდა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გვარამია გახმაურებული მკვლელობების საკუთარ ვერსიებს და სავარაუდო დამნაშავეებს ახმოვანებს, შემდეგ კი განსხვავებულ ვარაუდებს და სხვა ე.წ. ეჭვმიტანილებს ასახელებს. მაგალითისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის ფაქტზე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა სხვადასხვა დროს 16-მდე სხვადასხვა ვერსია შეცვალა. 

ცნობისთვის, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2 კომპანიაში მუშაობდა და ფულს საკუთარი შრომით და ოფიციალური კონტრაქტებით შოულობდა. ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული არასდროს ყოფილა. 

Facebook Comments

ახალი დადებული