პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

რამდენიმე საათის წინ საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.მიზეზი ტელეკომპანიაში ბომბის არსებობის შესახებ შესული ზარია.

ამ დროისთვის პირველი არხის შენობის გარეთა პერიმეტრზე თანამშრომლები არიან შეგროვილი.

„შემოვიდა შეტყობინება, რომ შენობაში იყო ბომბი. ტერიტორია დავტოვეთ და ახლა ველოდებით ნებართვას, რომ შევიდეთ შენობაში“,- აცხადებენ პირველი არხის თანამშრომლები.

ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები.

Facebook Comments

ახალი დადებული