ვინ არის რუსი ე.წ. ექსპერტი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ბრალს სდებს

ეს არის რუსი “ექსპერტი”, რომელიც “პატრიოტთა ალიანსს” ბრალს სდებს,- წერს ფეისბუქმომხმარებელი ილია ჩაჩიაბაია სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც იგორ კუროპტევი „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან ერთად არის გადაღებული.

ცნობისთვის, დღეს ტვ-პირველმა და ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ კრემლმა წინასაარჩევნოდ 8 მილიონი გამოუყო. ინფორმაციის წყაროდ დასახელებულია სააგენტო „დოსიე“. 

„უი მე ამ კაცს ვიცნობ ჩემი პაციენტი იყო გადასხმების ვუკეთებდი პირწავარდნილი ნაცია სულ იქ დადიოდა საზღვარზე ქაცარავასთან, დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს ჯიქიაზე “,-წერს კომენტარებში ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი. 

კუროპტევის ბრალდებას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერიც გამოეხმაურა. ირმა ინაშვილის თქმით, იგორ კუროპტევი სააკაშვილის და ბოკერიას მეგობარია. 

„ვალდებული რომ არ ვიყო, ასეთ მძიმე დღეს არ ჩავატარებდი ბრიფინგს, დღეს ტვ -პირველის და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა სიუჟეტები, რომელშიც საუბარია სააგენტო „დოსიეზე“. არც ვიცი რა სააგენტოა. და ამ გავრცელებულ ე.წ. ინფორმაციას, როგორც ფაქტს, აფასებს ვინ? მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას მეგობარი იგორ კუროპტევი. შემთხვევით, ეს ის თემა ხომ არ არის, რომლითაც სააკაშვილი და ბოკერია სწორედ რუსებს თხოვენ ფულს? თუ არ უთხოვიათ? ტელეკომპანიებს ვურჩევ, ისეთი რესპოდენტები შეარჩიეთ, შუბლზე რომ არ ეწეროთ „ნაციონალური მოძრაობა“,-აცხადებს ირმა ინაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული