„რესპუბლიკელებმა“ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

„რესპუბლიკურმა პარტიამ“ დონალდ ტრამპი არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა  

„რესპუბლიკელების“ ყრილობაზე დონალდ ტრამპს 1 276 დელეგატმა დაუჭირა მხარი.

აღნიშნული პროცედურა ფორმალური იყო, ვინაიდან მანამდე დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში გაიმარჯვა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპსა და მაიკ პენსს „დემოკრატების“ მხრიდან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სენატორი, კამალა ჰარისი დაუპირისპირდებიან.

Facebook Comments

ახალი დადებული