ფილიპინებზე ტერაქტი მოხდა, დაიღუპნენ სამხედროები, პოლიციელები, მოქალაქეები და ბავშვები

EDS NOTE: GRAPHIC CONTENT - Soldiers carry bodies at a site of an explosion in the town of Jolo, Sulu province southern Philippines on Monday Aug. 24, 2020. Bombs exploded in a southern Philippine town Monday, killing several soldiers and wounding other military personnel and civilians despite extra tight security due to threats from Abu Sayyaf militants. (AP Photo/Nickee Butlangan)

ფილიპინებზე, ქალაქ ჰოლოში  ტერორისტებმა ორი ბომბი ააფეთქეს. დაღუპულია სულ მცირე 14 ადამიანი, 75 დაშავებულია. 

პირველი აფეთქება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, სურსათისა და კომპიუტერების მაღაზიების ახლოს მოხდა. ბომბი მიმაგრებული იყო მოტოციკლზე, რომელიც ორ სამხედრო ავტომობილთან იყო გაჩერებული. რეგიონული გენერალ-ლეიტენანტის თქმით, მსხვერპლის დიდი ნაწილი სწორედ ამ აფეთქებას უკავშირდება. მათ შორის არიან სამხედროები, პოლიციელები, უბრალო გამვლელები და ბავშვები. 

ერთი საათის შემდეგ მეორე ბომბი აფეთქდა. სამხედროების თქმით, ის ქალმა თვითმკვლელმა მოიყვანა მოქმედებაში. ეჭვმიტანილი სასადილოდან გამოვიდა, მიუახლოვდა სამხედროებს, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიას იცავდნენ და თავი აიფეთქა. სპეცრაზმის უფროსმა სხეულის დაზიანებები მიიღო. კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზარში იპოვეს. შემდგომი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად ქალაქს სნაიპერები აკონტროლებენ.

სამხედროები აფეთქებებში დაჯგუფება „აბუ საიაფს“ ადანაშაულებენ. მათი ვარაუდით, დღევანდელი აფეთქებები შესაძლოა, დაჯგუფების ლიდერის დაკავების გამო შურისძიებას უკავშირდებოდეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული