შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, „ქართულმა ოცნებამ“ ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადადო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, ქართლის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გადაიდო.

„24 და 25 აგვისტოს, შიდა ქართლის რეგიონში დაგეგმილი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილისა და ხაშური – ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენა გადადებულია. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს“,-ნათქვამია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული