შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულის დედის განცხადებას პასუხობს

19 წლის ბეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის დედამ დღეს მცხეთის სასამართლოს ეზოში სკანდალური განცხადება გააკეთა. ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ შაქარაშვილის მკვლელი მისივე ბიძა, მირიან ნიკოლაძეა.

„ვინც მკვლელებს, თუ ასეთი არსებობს, ხელს აფარებს, სწორედ მან მოკლა და მას ჩემთვის ერთი სახელი და გვარი აქვს, მირიან ნიკოლაძე“,-განაცხადა ქალმა. მისივე თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და მხოლოდ საზოგადოების დაკვეთას ასრულებს.

რევაზიშვილის დედას პროკურორი დავით ყაზარაშვილი ეხმაურება, მისი თქმით, რევაზიშვილებს თვითგადარჩენის ინსტიქტი ამოძრავებთ.

„ჩვენ საზოგადოების დაკვეთას არ ვასრულებთ. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რომ ჩავატაროთ ობიექტური გამოძიება და ამ ობიექტური გამოძიებით დადგენილია, რომ ამ ადამიანმა სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა გიორგი შაქარაშვილის განზარახ მკვლელობა“,-განაცხადა პროკურორმა. 

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი მოსამართლის აცილებას ითხოვდა. ადვოკატები მას პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მოსამართლე კონკრეტული პირების კარნახით მოქმედებს.

მოსამართლემ აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

Facebook Comments

ახალი დადებული