ცივსისხლიანი ზომბები- რას წერდა მომხმარებელი 2016 წელს კომპანია Traveler GE-ზე

მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე გადავარდა, კომპანია Traveler GE-ს მიერ დაგეგმილ ტურს ახორციელებდა. როგორც ირკვევა, კომპანიას წარსულში ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი ყავდა. მათ შორისაა ფოტინე ალავიძე, რომელიც 2016 წელს სოციალურ ქსელში წერდა, რომ ამ კომპანიის დაგეგმილ ტურს არავინ არასდროს არ უნდა გაყვეს.

ფეისბუქმომხმარებლის პოსტი 2016 წლის 7 აგვისტოს გამოცემა „თბილისი თაიმსს“ აქვს გამოქვეყნებული.

გთავაზობთ წერილის სრულ ტექსტს:

,,მეგობრებო, Traveler GE არის ტურისტული კომპანია, რომლის დაგეგმილ ტურს არასდროს, არასდროს არ უნდა გაყვეთ! არავითარ შემთხვევაში! უპასუხისმგებლოებისა და არაპროფესიონალების ხროვა ორგანიზატორებიან-გამყოლებიანად.

გუშინ წავედით ერთ-დღიან ტურზე ხევსურეთში, აბუდელაურის ტბებზე, გამყოლმა კი
მოგვაწოდა არასწორი ინფორმაცია, მოგვატყუა. მოგვატყუა (ან არც კი იცოდა) დრო, რაც საჭირო იყო გზის დასაფარად, მოგვატყუა მანძილი და მიგვატოვა. ე.წ გამოცდილი გამყოლი, რომელსაც ჩვენი ხელმძღვანელობა და გაძღოლა ევალებოდა რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ სადღაც გაიუძურწა. 80-მდე ადამიანი დაგვტოვა ტყეში ბედის ანაბარად. უკან წამოსვლისას იძულებულები გაგვხადეს უკუნით სიბნელეში გვევლო სახიფათო გზებზე, გადმოგველახა მდინარე, ჭაობები და ა.შ.  თავიდან ფეხებამდე სველები, ტალახიანები და გაყინულები მივდიოდით. როცა ვურეკავდით ,გაურკვეველ პასუხებს გვაძლევნენ და მხოლოდ მაშინ , როცა 112-ში დარეკვით დავემუქრეთ, გვითხრეს რამეს მოვიფიქრებთო, თუმცა რეაგირებამ ძალიან დაიგვიანა.

ჯამში ფეხით მოგვიწია 32 კილომეტრის გავლა აღქმული 12 კილომეტრის ნაცვლად, სხვაობა რამხელაა, თავადაც ხედავთ.

სახლში დილის 5 საათზე დავბრუნდით დაშლილ-განადგურებულები, როცა 11 საათისკენ უნდა ვყოფილიყავით თბილისში.

არასდროს არ მინახავს ასეთი უემოციო, უპასუსხიმგებლო და უვიცი ხალხი, ადამიანთა სიცოცხლე რომ ფეხებზე ჰკიდიათ და ერთ ბეწო პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ.
ხომ შეიძლებოდა ღამით დავკარგულიყავით, გზა ვერ გაგვეგნო, ფიზიკური დაზიანება მიგვეღო, ნადირების ლუკმა გავმხდარიყავით და ასე შემდეგ. რისი გამყოლი ხარ თუ არ მიგასწავლე გზა და რისი ორგანიზატორი ხარ ,ორგანიზება თუ არ გაგვიწიე?! რაც არ იცი, შეეშვი, რისი თავიც არ გაქვს ნუ აკეთებ. ფულის ჩაჯიბვის გამო ყველაფერი როგორ უნდ იკადროს ადამიანმა. სასაცილო ისაა, რომ ამ კომპანიის სლოგანია : ,,საქართველო ჩვენზე კარგად არავინ იცის “.  Traveler GE,საქართველო კი არა, ელემენტარული ადამიანობა არ იცით. არ მესმის, ეგეთი უგულო როგორ უნდა იყო, რომ შენი წაყვანილი ხალხი მოატყუო, მიატოვო, გაწირო, გაიმეტო და ,,მარშრუტკაში” მხარ-თეძოზე ჩამოწოლილმა უდარდელად ელოდო მათ ჩამოღწევას?! ასე როგორ უნდა გაგიწყდეს სინდისის ძარღვი, თუმცა რაც არ გაქვს ის როგორ გაგიწყდება.

ამ კომპანიამ ჩვენი სიცოცხლე დააყენა რეალური საფრთხის წინაშე. საბედნიეროდ, გაგვიმართლა და ცუდი არავის არაფერი შეემთხვა, მაგრამ მარაზმი ისაა,რომ ამ კომპანიამ დღეს უკვე ახალი ტურების ივენთები დადო საკუთარ გვერდზე, ხალხმა კი ჩვენსავით არ იცის რას წარმოადგენენ ესენი და ტურებზე ჩვეულებრივად მიჰყვებიან. აუცილებლად გავუკეთებთ ანტირეკლამას და ამას არ დავტოვებთ მხოლოდ პოსტის დონეზე.ყველა ზომას მივიღებთ, რაც კი შესაძლებელია და ეს არ იქნება პირადი ჯავრის ყრა ან ბრაზისგან დაცლა. კარგი, ვთქვათ ჩვენ გაგვიმართლა, მაგრამ სხვას რა მოუვა ამათი წყალობით, არავინ იცის. ამ კომპანიამ ტურები ვეღარ უნდა ჩაატაროს და საერთოდ უნდა გაქრეს რადარებიდან!!!!!
ცივსისხლიანი ზომბები.”

Facebook Comments

ახალი დადებული