ბერლინის კლინიკა „შარიტე“ ადასტურებს, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია

ბერლინში, კლინიკა „შარიტე“ სადაც რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი გადაიყვანეს, აცხადებს, რომ კლინიკური კვლევის შედეგებით, პოლიტიკოსი მოწამლულია ნივთიერებით, რომელიც ეკუთვნის ქოლინესტერაზას ინჰიბიტორების ჯგუფს. კონკრეტული ნივთიერება ჯერ დადგენილი არ არის. 

ნავალნი კვლავ ხელოვნურ კომაში იმყოფება და მისი მდგომარეობა ფასდება როგორც „სერიოზული“, მაგრამ სიცოცხლისთვის მკვეთრად საშიში არ არის,- ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი გართულებების შესახებ ჯერ არ იციან. შესაძლოა, ეს იყოს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული და ხნგრძლივად გაგრძელდეს. გერმანელი მედიკოსები ნავალნის მეუღლესთან, იულია ნავლნისთან კონტაქტირებენ.

აცეტილქოლინესტრაზას ინჰიბიტორების საწამლავის ტიპს მიეკუთვნება ბევრი მომწამლავი ნივთიერება: ტაბუნ vx, „ნოვიჩოკი“ და სხვა ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების გაზები, ასევე დიხლოფოსის ჯგუფის პესტიციდები, კარბოფოსი და სხვ.

Facebook Comments

ახალი დადებული