დავით ოქიტაშვილი: ამ ეკლესიაშია მონათლული ნახევარი დასავლეთ საქართველო, მაგარი ხარ დაო!

„2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი. ირმა ინაშვილმა ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა-ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყალებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ! მაგარ ხარ დაო !!!ამ ხატის მადლი შეეწიოს ყველას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს! ამინ! ამ ეკლესიაშია მონათლული ნახევარი დასავლეთ საქართველო“,- წერს კულტურის პალატის ხელმღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.

ოქიტაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, ირმა ინაშვილის და გიორგი ლომიას ვიზიტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავის მონახულება უდიდესი გამბედაობაა.

შეგახსენებთ, ირმა ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ილორის წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულა და ღვთისმშობლის ხატი დააბრძანა.

ტაძარი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს, ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა და დღემდე ასეთად რჩება. აქ  იმართებოდა ილორობა – ყველაზე დიდი დღესასწაული დასავლეთ საქართველოში. დღესასწაულზე უამრავი მლოცველი იყრიდა თავს. დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან  სვანეთის სალოცავებიდან სანთელ-საკმეველი იგზავნებოდა. 


2010 წელს აფხაზმა სეპარატისტებმა მე-11 საუკუნის ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მთლიანად, ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს, 
Facebook Comments

ახალი დადებული