ვიქტორ სანიკიძის ოჯახის წევრები სტაციონარში გადაიყვანეს

ახალი კორნოვირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრი – კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში გადავიდა. კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სწორედ ვიქტორ სანიკიძის დედა იყო. ის სახლში მკურნალობდა და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.

Facebook Comments

ახალი დადებული