იულია ტიმოშენკო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

პარტია “ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ექიმების ინფორმაციით, პოლიტიკოსის სხეულის ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა ვერ ჩამოყავთ.

იულია ტიმოშენკოს შვილს, რომელსაც, ასევე კოვიდ-19 დაუდგინდა, ვირუსის იოლი ფორმა აქვს.

იულია ტიმოშენკოს ინფიცირების შესახებ ინფორმაცი 23 აგვისტოს გახდა ცნობილი.

Facebook Comments

ახალი დადებული