კილაძე: ელენე ხოშტარია როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა

ელენე ხოშტარიას როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ამით დეპუტატი “ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას გამოეხმაურა.

ხოშტარია მოითხოვს გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები.

კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” მიმართაც. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და “ქართული ოცნების” პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა,”- განაცხადა კილაძემ.

კილაძის თქმით, არ აქვს საფუძველი ენდოს “პატრიოტთა ალიანსის” შესახებ გავრცელებულ დოკუმენტებს, თუ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ დადასტურდება ეს ფაქტები.

Facebook Comments

ახალი დადებული