მე-19 პაციენტის უეცარი სიკვდილი, დიდი ალბათობით, უკავშირდება ცხიმოვან ემბოლიას-ამირან გამყრელიძე

მე-19 გარდაცვლილი პაციენტი შშმ პირი იყო და სახლში, ინფიცირებულ დასთან ერთად მკურნალობდა, ვინაიდან მასთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა გუშინ დილით მდგომარეობა გართულდა და დაფიქსირდა უეცარი გარდაცვალება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მე-19 გარდაცვლილი პაციენტი იყო შშმ პირი, რომელსაც ჰქონდა კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა და უჭირდა გადაადგილება. მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ის სახლში, ინფიცირებულ დასთან ერთად იმკურნალებდა, რამეთუ მასთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, გუშინ დილით შემთხვევა გართულდა და მისმა დამ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს ვერ მოესწრო. დიდი ალბათობით, უეცარი სიკვდილი უკავშირდება ცხიმოვან ემბოლიას, რომელიც საკმაოდ ხშირ გართულებას წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 150-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Facebook Comments

ახალი დადებული