ნაცმოძრაობის პირდაპირი სურვილი იყო, გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა

ნაციონალურ მოძრაობა, მისი პირდაპირი სურვილია გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა,-ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლეიშვილმა ტვ-პირველის ეთერში განაცხადა.
მირიან ნიკოლაძე მის წინააღმდეგ აგორებულ ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ ის ადამიანები ნორმალურები არ არიან, ვინც ამბობს, რომ გამოძიება მის ჭკუაზე დადის.

„საინტერესო რამ ხდება, იმის მაგივრად, რომ დღეში ასი მადლობა გადაიხადოს ამ ხალმა, რომ ათასობით ადამიანს ვაკავებთ შურისძიებისგან, მე მდებენ ბრალს. გეფიცებით, თამაზ ხომასურიძის გამოსვლის შემდეგ ადამიანებს, ნათესავებს ძლივს ვაკავებ, რომ არ მივიდნენ და არ გასცენ პასუხი, ამოვაცალე მანქანის გასაღები ბიჭებს, რაც შემიძლია ვცდილობ, რომ იყოს ბალანსი და არ გავიდნენ სამართლებრივი ჭრილიდან. სანამ შემიძლია, ვაკავებ. დღეს გიორგის მშობლები ძლივს დავაკავე, როდესაც დაინახეს ბრალდებულების ოჯახის წევრები კიდევ ქუჩაში გამოდიან და თან, ვის სდებენ ბრალს…  რადგან მე ვახმოვანებ ოჯახის პოზიციას, თურმე ჩემი ბრალია და გამოძიება ჩემს ჭკუაზე დადის.  ათასობით ადამიანი წერს გიორგის მშობლებს და სთავაზობენ აქტივობებს“,-აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მისივე თქმით, არ არსებობს არცერთი საკითხი, რომ გარდაცვლილის დედასთან და მამასთან არ ჰქონოდა შეთანხმებული. ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგის ტრაგედიით გარკვეულმა ჯგუფებმა პირველი დღიდან დაიწყეს საქმის პოლიტიზება. 

„გიორგის ტრაგედიის პირველივე დღიდან გარკვეული ჯგუფები ცდილობდნენ ამ საქმის პოლიტიზებას, ეს იყო ცხადზე უცხადესი, შემდგომ ამ ჯგუფებმა თავიანთი მედიით დაიწყეს „გამოძიება“, განიცადეს სრული მარგინალიზაცია, ხალხი დასცინის, აღარ იციან რა გამოსავალი იპოვონ, აქ ეს გაუბედურებული, არაფრისმქმნელი ხელისუფლება არაფერ შუაშია, არჩევნების მერე რომ ყველას დაავიწყდება მათი არსებობა. 

ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უნდოდა, რომ ჩვენი გარდაცვლილი შვილის სახელი, ცხედარი და გამოძიება მათთვის მიგვერთმია, და აქედან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა. არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდათ, ალბათ ხალხის გამოყვანა ქუჩაში. არაფერი გამოუვათ. აქამდე გავუძელით, ამხელა ზეწოლის შედეგად შევძელით დაგვეცვა ჩვენი ღირსება“,-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

მირიან ნიკოლაძე ერთ-ერთი ბრალდებულის დედის კომენტარს ეხმიანება.

„ამ ქალის ბელეტრისტიკაზე იმას ვიტყოდი, რომ დიდი ხანია ვამბობ, არ მინდა შოუები და დეგენერეტობები, ვიხვეწები, რომ მომეცით რამე ხელჩასაკიდი, მაგრამ არ აქვთ ასეთი. ამაზე პასუხი არ აქვთ. პიარულად წამგებიანია, რომ გარდაცვლილის მშობლებს დასდონ ბრალი და მე მიტევენ. ისიც ვერ დაინახეს, რომ სასამართლო სამედიცინო დასკვნამდე ოჯახს ხმა არ ამოუღია ვიღაცის დასჯაზე. ჩვენ არ გვინდოდა, რომ გიორგი მოკლული ყოფილიყო, რომელ ნორმალურ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი ეწამა და მოკლეს. რომელ ნორმალურ ადამიანს უნდა, რომ ვიღაცას ტყუილი დააბრალოს. აი ამაში გვდებენ ბრალს, რომ ხუთი კაცი ტყუილად იჯდება და ჩვენ აქ ბედნიერები ვიქნებით, იდიოტის გარდა შეიძლება ეს ვინმეს თავში მოუვიდეს?

რაც შეეხება მტკიცებულებებს, გაუთქმელობის ხელწერილის გამო, ბოლო ტომებზე წვდომა არ მაქვს, მაგრამ პირველადი 22 ტომის ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო მოქმდების ჩატარებით მხოლოდ ის იკვეთება, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს გიორგის მკვლელობა. აქ არის საკმარისზე მეტი მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან“,-აცხადებს მირიან ნიკოლაძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული