ნინო ბურჯანაძე: „დოსიეს“ მასალაზე ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას

epa02754706 Nino Burjanadze, one of the Georgian opposition leader speaks during a press conference in Tbilisi, Georgia 27 May 2011. Two people were killed and at least 39 injured in clashes between hundreds of opposition supporters and security forces in Georgia, media reports said 26 May. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

სააგენტო “დოსიეს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში `პატრიოტთა ალიანსს“ ეხმარება, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება.

მისი თქმით, “დოსიეს” მიერ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანას გამოძიება უკვე დაწყებული ექნებოდა.

“მე არ ვიცი ამ ბრალდების თაობაზე. ვფიქრობ, რომ თავად პატრიოტთა ალიანსი პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით. არც უნდა ყოფილიყო საჭირო ელენე ხოშტარიას მიერ შეტანა იმიტომ, რომ პროკურატურა რომ პროკურატურის ადგილზე იყოს, უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ გამოძიება”, – ამბობს ბურჯანაძე.

ცნობისთვის, სააგენტო „დოსიეს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ირმა ინაშვილი“ გუშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სტატიის ავტორი, იგორ კუროპტევი მიხეილ სააკაშვილის და გიგა ბოკერიას მეგობარია. ინაშვილმა კუროპტევის ფოტოებიც გამოაქვეყნა, სადაც ის „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სხვადასხვა ლიდერებთან ერთად პოზიორობს.

Facebook Comments

ახალი დადებული